воскресенье, 30 марта 2014 г.

დღე მეოთხე

30 მარტი
დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის საკვანძო კითხვები(ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი).
ბლოგში დავამატეთ  გვერდი:"მონაწილეთა ბლოგები",სადაც ჩავწერეთ მონაწილეთა ბლოგების ლინკები.
გავეცანით პროექტის შეფასების ხერხებს და დროის ჩარჩოს სქემას.
ვიმუშავეთ ბუკლეტის შედგენაზე და პროექტის შაბლონში შევიტანეთ ზოგადი თემატური და საკვანძო კითხვები .

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა
როგორ ვიპოვოთ მთელის ნაწილი?

თემატური კითხვები:


1.როგორ შეიქმნა წილადი?
2.რისთვის სჭირდება ადამიანს წილადი?
3.როგორ შევასრულოთ არითმეტიკული  მოქმედებები წილადებზე?


შინაარსობრივი კითხვები :


1.რომელ  ისტორიულ წყაროებში პირველად არის ნახსენები  წილადი?
2. რა  იცოდნენ წილადების შესახებ   ძველ  ბაბილონში?
3. ვინ ჩაწერა პირველად წილადი იმ სახით ,რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ?
4. როგორი წილადები არსებობს?
5 . როგორ შევადაროთ წილადები?
6. როგორ შევკრიბოთ და გამოვაკლოთ წილადები?
7. რატომ   შეიქმნა წილადი?
8.როგორ გამოიყენებენ წილადებს მზარეულები?

пятница, 28 марта 2014 г.

დღე მესამე

29მარტი
დღე დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით.ჩვენ განვიხილეთ  ბუკლეტი .შემდეგ
შევქმენით პორტფოლიოში გვერდები,გავეცანით დისკზე მუშაობას და
მოდული 2 იმ აქტივობებს ,რომელიც შეეხება ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ
კითხვებს.ჯგუფებში ვიმუშავეთ ამ კითხვების შედგენაზე ჩვენი მომავალი პროექტისთვის.

воскресенье, 23 марта 2014 г.

დღე პირველი- მეორე

22 მარტი
       გავეცანით ჩვენს ტრენერს,ბატონ გიორგი  არავიაშვილს .
       პირველი დღე აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.
        ჩვენ გავეცანით ინტელის ტრენინგის შინაარსს და მიზნებს.
        შევქმენით ჩვენი ელფოსტა , გავუგზავნეთ და მივიღეთ
        ერთმანეთისაგან წერილები და სურათებიც.
        გავეცანით პორთფოლიოს და ბლოგის ნიმუშებს.შევქმენით
         საქაღალდე ჩვენი მომავალი პროექტის მასალებისთვის.
       განვიხილეთ სამი პროექტი ჯგუფებში.ჩემი ჯგუფის პროექტი
        იყო " ვირტუალური ელჩი".
23 მარტი
        დღეს  მოვისმინეთ პროექტების იდეები (საშინაო დავალება).
        მინდა აღვნიშნო რომ ბევრი საინტერესო იდეა იყო.
         განვიხილეთ ბუკლეტის შექმნის წესებს და  პროექტის გეგმის
        შაბლონის  შევსება დავიწყეთ.გავიხსენეთ სურათების გადმოტანა
       ინტერნეტიდან.
        მივიღეთ საშინაო დავალება: უნდა შევქმნათ ბუკლეტი,შევავსოთ
     შაბლონი,ოღონდ მანამდე  უნდა გავეცნოთ მოდული 1 აქტივობებს 4 და 5 .