воскресенье, 13 апреля 2014 г.

ვიცი,მინდა ვისწავლო,ვისწავლე

გავიდა ეს ცხრა დღე...და მინდა გავიხსენო რა ვისწავლე,რა გამახსენდება და რა მომცა ამ ტრენინგმა...
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო ,დატვირთული ახალი ინფორმაციით.ვისწავლეთ რას ნიშნავს პროექტიტ სწავლება,გავეცანით ინტელის პროექტების სწავლების სახელმძღვანელოს ,შევქმენით ჩვენი ბლოგი,პროექტის პორტფოლიო,რომელშიც მოვათავსეთ ყველა მასალა და რაც მთავარია,მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მე უნდა გავაგრზელო და ეხლა უკვე უფრო ხარისხიანად გავაკეთო პროექტები ...

კიდე გამახსედება გიორგი,რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია და ნამდვილი მასწავლებელია ...მადლობა გიორგი მოთმინებისთვის და ყველაფრისთვის..

მეცხრე დღე

13 აპრილი
დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე.ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი დავალება,მერე გავეცანით მოდულ 7  მასალას და შევქმენით  პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეებისთვის.ასევე დავამთავრეთ პროექტის შაბლონის შევსება.
მეორე ნახევარში ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმოადგინა  საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.ყველა პრეზენტაცია მომეწონა .კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყველა პედაგოგი ნიჭიერი ადამიანია .და კიდევ მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი ტრენერი საუკეტესო ტრენერია !

пятница, 11 апреля 2014 г.

დღე მეშვიდე

11 აპრილი
დღეს ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე იყო.გაზეთის ნიმუშის განხილვით დავიწყეთ.შემდეგ ჩვენს ბლოგში შევქმენით კიდევ ერთი გვერდი "პორტფოლიო"და მასში ავტვირთეთ დრაივში ჩვენი პროექტის გეგმა,პრეზენტაცია,ბუკლეტი,გაზეთი.ვისწავლეთ როგორ განვათავსოთ რესურსები დრაივში კომპიუტერიდან და ელექტრონული ფოსტიდან.
მეორე ნახევარში გავეცანით  მოსწავლეთა შეფასების ფორმებს .შევქმენით რა  ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე  წინარე ცოდნის კვლევის კითხვარი და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგში.
მადლობა გიორგი!

დღე მეექვსე

6 აპრილი
ტრენინგის პირველი ნახევარი ჩვენს მიერ წინა დღეს მომზადებული პრეზენტაციების განხილვას მიეძღვნა.ამ პროცესში მივიღეთ შენივნები ტრენერისა და კოლეგებისაგან.აგრეთვე სახელმძღვანელოდან გავეცანით მოდულების ინტერნეტმასალების გამოყენებისას საავტორო უფლებების დაცვის და სხვადასხვა საძიებო სისტემების შესახებ,
დღის მეორე ნახევარში შაბლონის მიხედვით სასკოლო გაზეთის მომზადება ვისწავლეთ.ეს აქტივობა საინტერესო და სახალისოა და ვფიქრობ,ზალიან მოეწონება ჩემს მოსწავლეებს.





დღე მეხუთე

5 აპრილი
დღე დაიწყო ,როგორც ყოველთვის,დავალების შემოწმებით .და გიორგიმ ,როგორც ყოველთვის ,მოგვცა შენიშვნები და კარგი რჩევები.შემდეგ კი უამრავი ახალი რამ გვასწავლა.გავიხსენეთ პრეზენტაციის გაკეთება Power Point -ში.შევარჩიეთ მასალები და შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
     ტრენინგის მეორე ნაწილში კი ვისწავლეთ  ვიდეოს ატვირთვა youtube-დან.თითოეულმა მონაწილემ იპოვა თავისი  პროექტის შესაბამისი ვიდეო და ატვირთა ბლოგის პორტფოლიოში.

წინარე ცოდნის კვლევა